ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ხარაგაულის სოფლებში ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატების გამოყენებამ ფუტკარი გაანადგურა.
ამის შესახებ მან პარლამენტში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის, ხარაგაულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ღამის ნაცვლად დღის განმავლობაში ტარდებოდა.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხარაგაულელი მეფუტკრეებისთვის დასახმარებლად შუამდგომლობა სთხოვა.
ხარაგაულელი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში და, მათ შორის ხარაგაულში, ფუტკრის რაოდენობა კატასტროფულად, 70%-ით შემცირდა და, ფაქტობრივად, მეფუტკრეებს საქმიანობის თავიდან დაწყება მოუწევთ. ლაშა გურგენიძე ფუტკრის გაქრობის ხელშემწყობად ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობასაც ასახელებს და ამბობს, რომ წამლობა ღალიანობის პერიოდისთვის არ უნდა დაემთხვიათ, ქიმიური შეწამვლა ღამით უნდა ჩაეტარებიათ.
„ხარაგაულში სოფლის მეურნეობის ეს ერთი დარგი იყო შედარებით გამართული. ახლა ესეც განადგურების პირასაა. უიმედოდ ვარ. სახელმწიფო ამ ზარალს არ აგვინაზღაურებს,“ – წუხს ლაშა გურგენიძე.
სოფლის-მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძის მტკიცებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიურ პრეპარატებს ფუტკრისთვის ზიანი არ მიუყენებია. მისივე ინფორმაციით, ფუტკრის განადგურება დაავადების ბრალია.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულელებს დაჰპირდა, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხს დააყენებს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები არსებობს იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არა – გაუარესდეს.
„თუ დასაბუთებულია, რომ მეფუტკრეებს ზარალი ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობამ მიაყენა, მძაფრი რეაქცია მექნება და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილმა.
ფაროსანასთან ბრძოლით რომ გარემო დაბინძურდა, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლები დიდი ხანია საუბრობენ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი