ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ტენდერებით დაზოგილი თანხა – 30 500 ლარი რგფ-ს, ხოლო 11 800 ლარი – მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს უკან დაუბრუნა.
რგფ-დან გამოყოფილი 6 304 200 ლარის ნაცვლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული მშენებლები 6 273 700 ლარად აპირებენ; ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესრულებას – 320 300 ლარის ნაცვლად, 308 500 ლარად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რგფ-დან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ დროისათვის, მხოლოდ სანახევროდაა შესრულებული, მშენებლების 98% კი დაჯარიმებულია, – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 24 დეკემბერს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ხარაგაულში მხოლოდ ბჟინევის გზის მშენებლობა დაფინანსდა. მშენებელი გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის გამო ჯარიმას იხდის.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ გუშინ ტექნიკა სოფლიდან გაიყვანა. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე ამბობს, რომ მერია უახლოეს ხანში გაარკვევს, რატომ გაიყვანა მშენებელმა კომპანიამ ტექნიკა სოფლიდან.
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კინაძე ზარანი-საღანძილის დამაკავშირებელი ბოგირის მშენებლობის ბედით დაინტერესდა. 2017 წლის ოქტომბერში სტიქიით დაზიანებული ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. თემურ თაბუკაშვილის განმარტებით, 2018 წელს ამ ბოგირის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერები ვერ შედგა.
-მოსახლეობას არ აინტერესებს ტენდერები შედგა თუ არა, ხალხი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს, – ამბობს დავით კიკნაძე.
მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, რომ მერიას, სამშენებლო კომპანიების დაჯარიმების გარდა, სხვა ბერკეტი არ აქვს. „კომბლით ვერც ერთ მეწარმეს ვერ გამოვეკიდებით. მთელ ქვეყანაში შესაცვლელია რეგულაციები შესყიდვების მიმართულებით და ამაზე რეგიონული განვითარების სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ,“ – ამბობს თოფურიძე.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი