„ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„ციფრებზე არ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი პირდაპირი სფერო და ძალიან კარგად ჩანდა პრეზენტაციაში. გადაუჭარბებლად, ძალიან ობიექტურად რომ შევაფასო, მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, ჩანდა დინამიკა და ხედვა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი მინდა გავაკეთო, განსაკუთრებით იმ სფეროებზე, რომელსაც იურიდიული კომიტეტი აკვირდება. შევხედოთ ზრდის ტენდენციას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალ უწყებებს ეხება. უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, რომელთა ბიუჯეტი ასევე გაიზარდა, ისევე, როგორც სხვა უწყებების, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, პირვანდელი ვერსიისაგან განსხვავებით, მოცემულ კანონპროექტში ჩვენ გვაქვს ზრდა, 2018 წელთან შედარებით, 100 ათასი ლარი. მათ შორის, ეს ეხება საერთო სასამართლოებს, სადაც არა მხოლოდ საბიუჯეტო ზრდა გვაქვს პირველ ვარიანტთან შედარებით 6 მლნ 600 ათასით, არამედ გვაქვს ზრდა მათ შორის ადამიანური რესურსით.
სასამართლო რეფორმა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს არის უდიდესი გამოწვევა იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ის დარჩენილი პრობლემა, რაც გვაქვს, დავძლიოთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ რეფორმაში და მართლმსაჯულების პრიზმაში არის სწორედ კომერციული პალატების იდეა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ბიზნესდავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით.
ამას გარდა, ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და ანალიზი, რომელიც გაკეთდა მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა, გაიზარდოს ადამიანური რესურსი, რაოდენობა სასამართლოში იმისთვის, რომ დაიძლიოს ის ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც ვერ უმკლავდება 300-მდე მოსამართლე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სამართალდამცავი უწყებების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი.
„ეს არის ძალიან ღირებული რამ. მიუხედავად იმისა, როგორი შეფასებებიც უნდა მოვისმინოთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე მოვესწარი, პოლიციელს იქეთ კი არ ურტყამდნენ აქციების დროს თავში კეტებს, არამედ ისე იყო პოლიტიზებული მთლიანად სისტემა, რომ პოლიცია დაგეშილი იყო საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ ჩივის ხელკეტებს, ეს იყო ტყვიები და მათ შორის, ისეთი აკრძალული ტყვიების გამოყენება, რომელიც არ იყო დაშვებული არანაირი კანონმდებლობით. აი, ასეთი პოლიტიზებული პოლიციის გადმოყვანა იმ ტიპის რელსებზე, რომელიც ახლა აქციის მონაწილეებს იცავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, სჭირდება სოციალური მხარდაჭერა იმ უწყებას, რომელიც ისევე იცავს უსაფრთხოება და საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილის, ვისაც მოსწონს, იმათსაც, ვისაც არ მოსწონს და პირველ რიგში, ძალიან მკვეთრად, რაც თვალსაჩინოა არის, თქვენი, ბატონებო.
მე არ ვიცი, რამდენად არის ამის შესაძლებლობა, ბატონო ვანო, მაგრამ დაცვის პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტებს ემსახურებიან, როგორც მოვიკითხე, მათი საკონტრაქტო ხელშეკრულებები ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის და მათი ხელფასების გაზრდაც იქნებოდა კარგი, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, თუ არადა, ეს მაინც მომავლისთვის დასაგეგმი იქნება, სამართლიანობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბესელიამ.
(R)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი