თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სასოფლო-სამურნეო საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობაა. ადგილობრივებს ხილის და ბოსტნეულის მცირე ბაღებიც აქვთ გაშენებული.
მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი მოსავალი დაზიანდა, ამის მიზეზად კი აზიურ ფაროანას ასახელებენ. ამავე სოფლის მცხოვრები გვიყვება, რომ მათთან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული მწერი. აღმოჩნდა, რომ ეს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა იყო და არა აზიური მავნებელი.
გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში აზიური ფაროსანა ნაკლებად არის გავრცელებული, სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია განახორციელეს და ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონი: გიორგი გოცირიძე – სოფელ ასურეთის მკვიდრი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი