

აჭარის რეგიონში ფერმერთა ნაწილი ციტრუსის ბაღების მოვლასთან ერთად, მეფუტკრეობასაც ეწევა.
სოფელ ერგეს მცხოვრებ ბადრი ლორთქიფანიძეს მანდარინის და ლიმონის ბარებში ფუტკრის სკებიც აქვს. ფერმერი ამბობს, რომ გარდა იმ წამლობებისა, რომელიც უკვე აქამდე არსებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ტარდებოდა, ბოლო წლებში საჭირო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობაც გახდა.
ბადრი ლორთქუფანიძე წამლობის დროს ფუტკრის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებებზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ თუ წამლობა საღამოს პერიოდში ჩატარდება, ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონი: ბადრი ლორთქიფანიძე – ფერმერი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,