ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა ბაღებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებსა და შენობებში ინაცვლებს. მოსახლეობას გადამწყვეტი როლი აქვს მოზამთრე ფაზაში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ბაღლინჯოს შეაგროვება და განადგურებაა.

გთავაზობთ მავნებელთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების ეფექტურ გზებს:

მეთოდი 1. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია

ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. მუყაოს ყუთში მჭიდრო მოვათავსოთ მუყაოს ფირფიტები ან ქაღალდი, ზემოდან ვაკრავთ წებოვან ქაღალდს ისე, რომ შიგნით სიბნელე იყოს. რაც მთავარია, მუყაოს ყუთს ყველა მხრიდან ვუკეთებთ ნასვრეტებს, სწორედ ამ გზით შედიან გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანები ყუთში. თავშესაფრის ასეთი იმიტაციები უნდა განთავსდეს სახლის და ცხოველთა სადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ადგილებზე, რათა თავიდან ავიცილოთ მისი დასველება. ყუთში მოგროვილი ფაროსანების გასანადგურებლად საჭიროა მათი დაწვა.

იხ. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაციის ვიდეოგაკვეთილი:

მეთოდი 2. ე.წ. „მოიზიდე და მოკალი სადგური“

სახლის პირობებში ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურის დამონტაჟებისას აუცილებელი პირობაა ფერომონი და ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე – ეს შეიძლება იყოს ძველი ფარდა, ზეწარი და ა.შ., რომელიც მაგრდება ხეზე ან ბოძზე, საკარმიდამო ნაკვეთს, პლანტაციასა და მწერის პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილს  შორის არსებულ ტერიტორიზე.

ამ დროს აუცილებელი პირობაა ბადე  ეხებოდეს ნიადაგს, რათა მავნებელმა შეძლოს მასზე აცოცება. შემდეგი ნაბიჯი მასზე 2-3 ერთეული  სატყუარას – ფერომონის განთავსებაა, რომელიც მიიზიდავს მავნებელს. ქიმიური პრეპარატით დამუშავებულ ბადესთან კონტაქტის შემდეგ ბაღლინჯო კვდება და ძირს ცვივა. მეტი ეფექტისთვის უმჯობესია მატერიასთან დამაგრდეს ნათურაც, ამ შემთხვევაში მავნებელი ღამეც იკრიბება მის გარშემო.

სპეცილისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ „მოიზიდე და მოკალი სადგურის“ გარშემო ტერიტორია შემოფარგლონ, რათა ძირს ჩამოცვენილი ფარონა შინაურმა ფრინველებმა და ცხოველებმა არ შეჭამოს.

იხ. „მოიზიდე და მოკალი სადგურის“ ვიდეოგაკვეთილი

მეთოდი 4. – საპნიანი წყალი

ნებისმიერი ფორმის ღრმა ჭურჭელს შემოვახვევთ ე.წ. ფოლგას და 1/3 -ზე ვავსებთ წყლით. ვუმატებთ თხევად საპონს. ნივთიერების გასახსნელად ვურევთ მანამდე, სანამ წყალი არ აქაფდება. შემდეგ ჭურჭელს, საპნიანი წყლით, ბნელ ოთახში დავდგავთ ნათურის ქვეშ. სინათლეზე გროვდება ფაროსანა. ჭურჭელში მოხვედრილი მავნებელი კვდება.

იხ. ვიდეოგაკვეთილი:

მეთოდი 5. –  პოლიეთილენის  ბოთლი

ნებისმიერი დიდი ზომის პოლიეთილენის ბოთლი (1.5-2. ლ) გადავჭრათ, ბოთლის ქვედა ნაწილი დავფაროთ მუქი ფერის წებოვანი ლენტით. მასში მოვათავსოთ ანთებული ფანარი და მასში გადაჭრილი ბოთლის ზედა ნაწილი ჩავდოთ. სინათლე მიიზიდავს აზიურ ფაროსანას. ბოთლში მოგროვილი ფაროსანების გასანადგურებლად საჭიროა მათი დაწვა.

იხ. ვიდეოგაკვეთილი:

მეთოდი 6. – მტვერსასრუტი

მექანიკური გზით აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ყველაზე მარტივი ხერხი, შენობებში გამოსაზამთრებლად შესული მავნებლის მტვერსასრუტით შეგროვება და მისი დაწვაა.

გახსოვდეთ – ერთი აზიური ფაროსანას განადგურება მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მავნებლის მოსპობას ნიშნავს!

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.