

„ადგილობრივ და ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნილ თხილის ნიმუშებში 15-მდე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება დაფიქსირდა, ამიტომ მოსაზრება, რომ თხილის სექტორში არასახარბიელო მდგომარეობა მხოლოდ აზიურ ფაროსანას უკავშირდება, არასწორია“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
ნიკა მესხის თქმით, იგივეს ადასტურებდა 2012 წელს ერთ-ერთი მეცნიერების მიერ დასავლეთ საქართველოში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თხილის კულტურაში 51 სხვადასხვა ორგანიზმი აღმოაჩინეს.
მესხის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე შემუშავდა თხილის დაცვის სქემა და ფერმერებმა, რომლებმაც მასში მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, თხილის მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სინქრონი:
ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,