

„პირადად ვარ ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტული პროექტების განხილვაში, საქართველოს მთავრობასთან, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან, – სოციალურ ქსელში წერს პარლამენტში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, – წინასწარი კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა, განხორციელდეს შემდეგი პროექტები:
1. სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა, 3,200,000 ლარი – მუნიციპალური განვითარების ფონდი;
2. სოფელ თეთრაწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) 300,000 ლარი- რეგიონული განვითარების ფონდი;
3. სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია 105,263 ლარი – რეგიონული განვითარების ფონდი;
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია 5,000,000 ლარი – მუნიციპალური განვითარების ფონდი;
5. სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 500 მეტრი (მეორე ეტაპი) 100,000 – რეგიონული განვითარების ფონდი;
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ. ნადაბურის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ხიდის მშენებლობა 2,200,000 – მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ასევე პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას სხვა პროექტებთან დაკავშირებით. სულ ხარაგაულში განხორციელდება 58 პროექტი. ჯამურად 18,221,226 ლარის ოდენობით“, – წერს სოციალურ ქსელში წერს პარლამენტში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.