

დღეს, 21 ოქტომბერს, ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.
ჯვარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.
მეუფემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულისთვის გამორჩეულია. მან ტაძრის მშენებლობაში ფინანსურად და ფიზიკურად მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს უფლისა და ეკლესიის მიმართ უდიდესი სიყვარულისთვის, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა, – ძალიან მალე ტაძრის მოპირკეთება დასრულდება და ეკურთხება. ღვთის წყალობით, ყველა დავესწრებით იმ უდიდეს დღეს. საუკუნეების განმავლობაში მოიხსენიება ამ წმინდა ტაძრის მშენებლობაში მონაწილეთა სახელები. მადლობა ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო.“
ტაძრის მშენებლობის ფონდის დირექტორმა ცეზარ ბუბულაშვილმა აღნიშნა, რომ 124 ათასზე მეტი პიროვნება – ფულით თუ ფიზიკურად – ტაძრის მშნებელობის მონაწილეა. შემოწირულობა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ირიცხებოდა.
„იამაყებს ყველა – დღევანდელი თაობა და მათი შთამომავლები, ვისი წვლილიცაა ხარაგაულის ტაძრის მშენებლობაში, – ამბობს ცეზარ ბუბულაშვილი, – ტაძარი დატვირთულია სახელობითი ჩუქურთმებით, რაც მას განსაკუთრებულ სილამაზეს მატებს.“
ხარაგაულში საკათედრო ტაძარი მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელზე შენდება.
ნინო კაპანაძე

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან