ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერადსახელმწიფო პროექტში – „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
3 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი რუსუდან ძიძიშვილი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვერტყვიჭალისა და მოლითის მოსახლეობას შეხვდა და ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნო.
„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებით სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს“, – აღინიშნა შეხვედრებზე.
ქვეკომპონენტი განხორციელდება:
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარ-კონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.
რუსუდან ძიძიშვილი იმერეთის გუბერნატორთან ერთად აღნიშნული პროგრამის გასაცნობად 1 და 2 ოქტომბერს საჩხერისა და ჭიათურის მოსახლეობას შეხვდა.
პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მიწის ფართობიდან 500 მეტრში უნდა იყოს წყლის რეზერვუარი, ხოლო 800 მეტრში – დენის წყარო.
შეხვედრაზე შავლეგო ტაბატაძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ თუ წყალი მიწის ფართობიდან 1500 მეტრში ან უფრო შორ მანძილზეა, დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტი წყლის მიწის ნაკვეთთან მიყვანაში დაეხმარება.
შეხვედრაზე კენკროვანი კულტურის გაშენების პროგრამასთან ერთად სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.
ვერტყვიჭალელები აზიურ ფაროსთანასთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ. რუსუდან ძიძიშვილმა განმარტა, რომ თუ თითოეული ადამიანი არ ჩაერთო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ვერ შეძლება ქიმიური საშუალებებით ნახევარი საქართველო მოიცვას. შეხვედრაზე დარიგდა ბუკლეტები, რომელშიც ჩამოთვლილია საკარმიდამო ფართობის შესაწამლი ქიმიური პრეპარატები.
შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს იმყოფებოდა ჭიათურაში, სადაც სოფლების მოსახლეობის უმავლესობას წყლის პრობლემა აქვს. შავლეგო ტაბატაძის თქმით, მან ფეხდაფეხ შემოიარა ის ადგილები, საიდანაც შეიძლებოდა ამ სოფლებისთვის წყლის მიწოდება.
„აღმოჩნდა, რომ წყლის დიდი რესურსი მიწაში იღვრება და ამ დრომდე ამ რესურსს ვერ ვიყენებდით. ეს იმის ბრალია, რომ ვიღაც კაბინეტიდან არ გამოვიდა და ფეხით არ მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო.
თქვენ ჩემზე კარგად იცით, როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსი. მოგვაწოდეთ იდეები და ერთად ვიზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე. შემატყობინეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გაწუხებთ,“ – აღნიშნა შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი