

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი ოქტომბრის სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
დეპუტატებს 2017 წელს და 2018 წლის 8 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარუდგინა.
სხდომაზე მყოფი 30 დეპუტატიდან მერიის სამსახურის საქმიანობა უარყოფითად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა შეაფასა. მან საამისოდ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა:
სამსახურის არასათანადო კომუნიკაცია მერიის სხვა სამსახურებთან და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან. კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს საკრებულოსთვის არ წარუდგენია წერილობითი ანალიზი, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პრივატიზაციიდან 70 ათასი ლარის, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლიდან 100 ათასი ლარის მიღება;
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ვერ უვლის მუნიციპალურ ქონებას. კერძოდ,
ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თვლის, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურების მუშაობის ფონზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა სავსებით დამაკმაყოფილებელია.
„საკრებულოს უმრავლესობა ვარლამ ჭიპაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ, – უმრავლეობა ასევე პიროვნულად კეთილგანწყობილია ჯაბა ბერაძის მიმართ. გადავწყვიტეთ, რომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა ამჯერად დადებითად შევაფასოთ, ვარლამის მიერ დასაბუთებული შენიშვნებისა და ხარვეზების გამოსწორების იმედით.“
დეპუტატებმა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობის განმეორებითი განხილვა 2019 წლის აპრილში დაგეგმეს.
ნინო კაპანაძე
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.