საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების წლევანდელი ფონდი 40 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ თანხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 736 ათასი ლარი გამოეყო. 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სულ 6 304 260 ლარი მიიღო. ეს თანხა 31 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე უნდა დაიხარჯოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 აგვისტოს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა საბიუჯეტო ცვლილებას – 736 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვას – მხარი იძულებით დაუჭირა. ვარლამ ჭიპაშვილმა, მალხაზ ფხალაძემ, ინგა მაღრაძემ, ლენა აბაშიძემ, დავით კიკნაძემ, ჯამბული გამცემლიძემ და ოთარ ლურსმანაშვილმა საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას აღნიშნეს, რომ მერიაში პრიორიტეტები მაღალჩინოსნების პირადი ინტერესებით შეირჩა და არა – მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით.
დეპუტატებს ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ ახლახან რეგიონული განვითარების ფონდიდან (რგფ) გამოყოფილი ამ თანხით სამი პროექტი მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, სოფელში, ერთი კი მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის, სოფელში განხორციელდება. თანხა ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში და ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ამ დრომდე გამოყოფილი თანხის ათვისების დაბალი მაჩვენებლის გამო, მერიის სამსახურების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი ინფორმაციით, რგფ-დან მიღებული 5 500 600 ლარიდან მხოლოდ 1 600 000 ლარია (29%) ათვისებული, მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 320 300 ლარიდან კი – არც ერთი თეთრი. 2018 წელს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული 218 3000 ლარიდან, ექვსი თვის მდგომარეობით, ათვისებულია თანხის დაახლოებით 25%.
ვარლამ ჭიპაშვილის მოსაზრებით, პროექტების შერჩევისას ადმინისტრაციულ ერთეულებში თანაბრობის დაცვაა საჭირო; მით უფრო, რომ თეთრაწყაროს, გედსამანიისა და საქარიქედის გზების კეთილმოსაწყობად პროექტები უკვე მზადაა.
ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ საკრებულომ თავისი გადაწყვეტილებები ბოლომდე უნდა დაიცვას.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტი – ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, წელს განსახორციელებელი პროექტებიდან ამოღებულია.
დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე კოლეგების მოსაზრებებს იზიარებს და მომავალში „კუბოზე ყვავილად ყოფნას“ აღარ აპირებს.
„მიზნობრივი დაფინანსება მოვიდა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და არა კონკრეტულად ლაშისთვის, – ამბობს ჯამბულ გამცემლიძე, – გავაფრთხილოთ მერია, რომ პრიორიტეტებს საკრებულო განსაზღვრავს.“
მოწონებული პროექტების ნუსხიდან, ვერტყვიჭალის მსგავსად, საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობაც ამოღებულია. საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ ამ სოფელში 2012 წლის შემდეგ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ამიტომ მომავალში საღანძილის მოსახლეობის არჩევანი არავის გაუკვირდეს. დავით კიკნაძე უკმაყოფილოა, რომ მერიამ საკრებულოს არც ერთი საბიუჯეტო შენიშვნა არ გაითვალისწინა, ხოლო რეორგანიზაციდან 20 ათასი ლარის დაზოგვაც ვერ შეძლო, ერთჯერადი მატერალური დახმარების გასაცემად.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე თვლის, რომ „2019-2020 წლებში ხარაგაულში განსახორციელებელი პროექტების გეგმა შესაცვლელია, თორემ აქ აღარ დაგვედგომება.“ მისი ინფორმაციით, 4 წელიწადში ლაშეში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე სამი მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო, მაგალითად, ვარძიაზე იმავე პერიოდში – 170 ათასი ლარი.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამოსწორების იმედით დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირეს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი