ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საინტერესო და უნიკალური წიგნები შეემატა.
მწერალმა დათო ტურაშვილმა დღეს, 9 აგვისტოს, ხარაგაულის ბიბლიოთეკა ქართველი და უცხოელი ავტორების ოცდაათამდე წიგნით დაასაჩუქრა.
შეკრებილ საზოგადოებას მწერალი სამომავლო გეგმებსა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
დათო ტურაშვილი ამჟამად ქართული ღვინის ისტორიას წერს. წიგნი მოგვითხრობს იმის თაობაზე, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ახალ წიგნს წარადგენენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.
„დედამიწაზე არ არსებობს მეორე ქვეყანა, სადაც მეხუთე საუკუნეში ასეთი არაჩვეულებრივი რომანი „შუშანიკის წამება“ შეიქმნა, – აღნიშნა დათო ტურაშვილმა ხარაგაულელებთან შეხვედრაზე, – ამიტომ ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს ამ კუთხით. მთავარია, ამ ფაქტს როგორ გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს პოპულარული, როგორც ღვინის სამშობლო და ეს ისტორია მსოფლიოს გავაგებინოთ. ესპანეთის ღვინის მუზეუმში ღვინის სამშობლოდ სომხეთი იყო მითითებული. გავაპროტესტე და მუზეუმის დირექტორს წარწერა შევაცვლევინე.“
დათო ტურაშვილმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ შევაყვაროთ მომავალ თაობებს წიგნები? დათო ტურაშვილის „რეცეპტი“ ასეთია:
„ჩვენ, მშობლებმა ვიკითხოთ და მერე ჩვენი შვილებიც წაიკითხავენ, – ამბობს მწერალი, – ბავშვს წიგნი მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს. ტვინის საკვები არის წიგნი. როცა წიგნიერებაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით სკოლაზე საუბარს. ჩვენ უნდა გვქონდეს უკეთესი განათლების სისტემა, რომ უკეთესი ქვეყანა შევქმნათ. დავით აღმაშენებელმა სწორედ განათლებასა და წიგნიერებაზე ხელშეწყობით დაიწყო ზრუნვა ქვეყნის გადასარჩენად.“
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
თუ ხარაგაულში შექმნით თქვენს ცხოვრებას, აქ იქნება თქვენი დედაქალაქი – დათო ტურაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი