

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.
სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებენ. ლევან ჯიჭონაიას თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამასთან გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელიც. ფერმერს თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, სურსათის ერონული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისიწინებით ჩატარებული წამლობის შემდეგ იმედი აქვს, რომ წელს მოსავალს სრულად მიიღებს.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,