

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას, ფერმერების მიერ დაშვებულ 3 ძირითად შეცდომას ასახელებს. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ წერს.
მესხის თქმით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა.
სპეციალისტი განმარტავს, რომ პრეპარატებში შემავალი მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება. კონკრეტული ქიმიური საშუალება და სტრატეგია უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.
სპეციალისტის თქმით, წამლობა დილის და საღამოს საათებში უნდა ჩატარდეს, დაუშვებელია მცენარეთა დამუშავება მაღალი ტემპერატურის ქარიან და წვიმიან ამინდში.
ნიკა მესხი ასევე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფერმერებმა კულტურები შეწამლეს, თუმცა მოსავალი მაინც გაუფუჭდათ.
სპეციალისტი განმარტავს, რომ მცენარეები სხვადასხვა სოკოვანმა თუ ბაქტერიულმა დაავადებებმაც დააზიანა, ამიტომ დანაკარგის თავიდან ასაცილებლად კომპლექსული მიდგომაა საჭირო.
მისი შეფასებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ფერმერთა ნაწილის პასიურობაა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ფერმერებმა აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები, სახელმწიფოსთან ერთად, თანმიმდევრულად, უწყვეტ რეჟიმში უნდა ჩაატარონ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი