არასამთავრობო ორგნიზაცია Civitas Georgica–ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მესხიძე, ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი რეგიონებში განსაკუთრებით მწავავედ დგას და „იქნება თუ არა სოფელში ბაღი, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივ განვითარებასთან“.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გიორგი მესხიძე ხელმძღვანელობს, 2007 წლიდან სკოლამდელი განათლების საკითხებზე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, „ეს არის ის საკითხი, რასაც, საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სოფლის მოსახლეობის ორგანიზება შეუძლია“.
„თავიდან დავიწყეთ მუშაობა დეცენტრალიზაციაზე, რადგან მჯერა, რომ დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს როგორც თავად სოფლის, ასევე, მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარებას და ამის გარეშე პერსპექტივა არ არსებობს. დავიწყეთ სხვადასხვა მეთოდებით მუშაობა. თუმცა, რაღაც მომენტში დავინახეთ, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის და საჭიროა თემა, რომელიც ხალხს გააერთიანებს.
გამომდინარე ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებიდან განათლების მიმართ, რომელიც მათთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სკოლამდელი განათლება, ანუ საბავშვო ბაღი იქნებოდა
ის თემა, რომელიც გააერთიანებდა სოფელს და ასეც მოხდა. ამ წლების განმავლობაში მუშაობამ უკვე იმის
შესაძლებლობა და ცოდნა მოგვცა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ უკვე, რა პრობლემატიკა არსებობს და უფრო
სიღრმისეულად ჩავედით. თუკი თავიდან ეს თემა გვინდოდა სხვა მიზნისთვის, ახლა თემა გახდა თავად
მიზანი,“ – ამბობს გიორგი მესხიძე.
მისმა ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში სკოლამდელი აღზრდის სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა. ამ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე droa.ge გიორგი მესხიძეს ესაუბრა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი