ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2017 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ორჯერ გამოუყვეს თანხა სტიქიით დაზარალებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ. „პირველ ეტაპთან დაკავშირებით შედარებით გამართულადაა მდგომარეობა, – ამბობს საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე, – ზოგან დასრულდა პროექტები, ზოგან – მიმდინარეობს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ყველა სარეაბილიტაციო ობიექტისთვის არსებობს.
ძალიან რთული მდგომარეობაა სტიქიით დაზიანებული ობიექტების აღსადგენად 2017 წლის დეკემბერში გამოყოფილი თანხის ათვისების მხრივ. რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჯერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც კი არაა შესყიდული. საუბარია ხიდებისა და ხიდ-ბოგირების საპროექტო დოკუმენტაციაზე. შვიდჯერ გავიდა ტენდერზე, სამწუხაროდ, უშედეგოდ.
ტენდერი რომ შემდგარიყო, ჯერ სატენდერო თანხა გაიზარდა, შემდეგ – გზები და ხიდ-ბოგირები რომ ტენდერზე ერთად გადიოდა, – გზები ცალკე გავიდა და ტენდერი შედგა. ხიდ-ბოგირების მშენებლობისთვის რომ გეოლოგიურ დასკვნას ითხოვენ, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ხიდი და ხიდ-ბოგირები რთული სამშენებლო ობიექტებია. თუმცა ამან სატენდერო თანხაც გაზარდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ტენდერები ვერ შედგა,“ – ამბობს მალხაზ ფხალაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი აცხადებს: „საპროექტო შესყიდვის ტენდერი რომ არ შედგა, მერიის რა დანაშაულია?
კონსულტაციებს რომ გავდიოდით, გავზარდეთ თანხა და გავიტანეთ ტენდერზე. ბოლოს მივწერთ შესყიდვების სააგენტოს სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვაზე. რაც შეეხება პროექტების შესრულების ტემპს, ყველა მშენებელს, ვინც კი ვადებს ჩამორჩება, წერილები დავუგზავნეთ. სამუშაოს დასრულების ვადა ყველას სექტემბრის ბოლომდე აქვს.“
„მოსახლეობა მიზეზებს არ კითხულობს, ვინ რა ჰქნა, ვინ წერილი გააგზავნა, ვინ – ელვა დეპეშა. მოსახლეობა შედეგს ითხოვს. შედეგი არის დამინუსებული,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.
„რატომ არ ერთვებიან ტენდერში, – ეს უნდა გააანალიზოს მერიამ. რაც უნდა თქვათ, პასუხისმგებლობა მაინც მერიაზეა. ექვსი თვე გავიდა. მეშვიდე თვე მიდის და შედეგი არ არის,“ – ამბობს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე.
ამ საკითხზე მსჯელობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 ივლისს სხდომაზე გააგრძელებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი