13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდა მთავრობას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მის მოვალეობას პირველი ვიცეპრემიერი (ამ შემთხვევაში დიმიტრი ქუმსიშვილი) შეასრულებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, რომელმაც მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი პროგრამა უნდა წარმოადგინოს.
ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ. პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს. ახალ მთავრობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა: „ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.“
გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვებისას ეკონომიკური პოლიტიკის იმ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით ბოლო წლებში განახორციელა.
გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბრიდან ეკავა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი