პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, 2018 წლის პირველი ივნისიდან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები დაუწესდებათ.

კერძოდ, ისინი ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიასთან ან სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად, დამატებით 180 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

აღნიშნული სოციალური დახმარება არ იქნება გათვალისწინებული სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახების შემოსავლებში და ასევე არ იქნება საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი.

პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე დაამტკიცა.

წყარო