

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის ორი წლის წინ მომზადებული პროექტის ხარვეზები დღემდე ვერ გასწორდა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, საღანძილის საბავშო ბაღის პროექტმა დღემდე ვერ მოიპოვა ექსპერტთა დადებითი დასკვნა, მშენებლობის ტენდერის გამოსაცხადებლად.
როგორც საკრებულოს 4 ივნისის სხდომაზე საღანძილის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით კიკნაძემ განაცხადა, „ახლახან აღმოჩნდა, რომ საღანძილის ბაღის პროექტს თან არ ახლავს გეოლოგიური დასკვნა. ამავე დროს, მინიმუმ ორი თვეა საჭირო და ასევე – 4-5 ათასი ლარი გეოლოგიური დასკვნის მოსამზადებლად“.
დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან ითხოვს დასაბუთებულ წერილობით გარანტიას, რომ 2019 წელს საღანძილეში საბავშვო ბაღი აუცილებლად აშენდება და მერია უხარვეზო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას უზრუნველყოფს.“
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „დეპუტატები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში დაეთანხმნენ მერიას, რომ საღანძილესა და ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღები აშენდეს, რადგან საბავშვო ბაღების მშენებლობა პრიორიტეტულია“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი