სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა, ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი საკარმიდამო ნაკვეთებში, ბაღებში, ბოსტნებსა და პლანტაციებში ინაცვლებს. რა მდგომარეობაა ხობის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ და რა ინფორმაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ახალსოფლის მკვიდრი გვიყვება, რომ წინა წელთან შედარებით მათ სოფელში მცირე რაოდენობის ფაროსანაა, თუმცა ფიქრობენ, რომ ზაფხულში მათი რაოდენობა მოიმატებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 2017 წელს მიყენებული ზარალის შემდეგ, მოსახლეობა ბაღლინჯოს წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ინფორმირებულია და საკუთარი პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული აქვთ. გიორგი გორგაძე ამბობს, რომ 2016 წელს სახელმწიფოს მიერ დარიგებული ქიმიური პრეპარატების ნაწილი მოსახლეობას წელსაც აქვს და სწორედ მათი საშუალებით ამუშავებს მცირე ზომის ნაკვეთებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატებს უფასოდ აღარ დაარიგებს. მოსახლეობას ქიმიური საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენა მოუწევს. 1 ჰექტარი ფართობის შესაწამლი 1ლიტრი წამალი საშუალოდ 35 ლარი ღირს.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. სეს-ის განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი