ამ საკითხზე ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
თვითმმართველობას, შშმ პირების ინტერესების გათვალისწინების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება მართებს მოსახლეობისთვის სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების სერვისების მიწოდებისას.
სკოლამდელი აღზრდის სფეროში რეფორმა მიმდინარეობს. საბავშვო ბაღების ავტორიზაცია და სტანდარტები აუცილებლად ინკლუზიურ განვითარებაზე უნდა იყოს მიმართული. მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, ყველა ბავშვს შეუქმნას თანაბარი და ინკლუზიური გარემო, ანუ ადაპტირებული. ადაპტირებაში არ ჩაითვლება მხოლოდ პანდუსი, არ ჩაითვლება თუ გნებავთ სველი მოწესრიგებული წერტილები, განლაგება მაგიდებს შორის… ადაპტირებულად ითვლება გარემო, როცა სწავლებისას პროგრამებია ადაპტირებული და ინკლუზიური.
რეფორმის პროცესში საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ტრენინგების ჩატარებისას ერთ-ერთი ტრენინგმოდული აუცილებლად უნდა მიეძღვნას შშმ ბავშვთა განსხვავებულ საჭიროებებს.
მარტივი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლის მდგომარება. მთლიანად იცვლება ოჯახის ცხოვრება და გეგმები. ასეთ დროს შვილს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, მეტი მატერიალური, ადამიანი და ფინანსური რესურსი. ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული პროცესია და ადვილი არაა აღიარო, რომ შენ ამ მდგომარეობაში ხარ.
მუნიციპალიტეტს შეუძლია, ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა მშობლების გაერთიანებას. საზღვარგარეთ შექმნილია კლუბები, რისთვისაც ფართს თვითმმართველობა გამოჰყოფს. მშობლები კლუბში ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს პრობლემები. გამოკვეთენ საჭიროებებს და შემდეგ მუნიციპალიტეტს პროექტის სახით წარუდგენენ, თუ რა ტიპის მომსახურებისა და სერვისების დანერგვა სჭირდებათ.
მუნიციპალიტეტში შრომის ბაზრის კვლევით უნდა დადგინდეს, რა ტიპის სპეციალისტებია საჭირო, რომ შემდგომ თვითმმართველობებმა ხელი შეუწყონ ახალგაზრდებში შესაბამისი პროგრამებისა და კურსების დანერგვას.
თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობაა, რომ შემოიყვანოს აუცილებლად ადაპტირებული ავტობუსები და ასევე იზრუნოს ადაპტირებული ავტობუსის მძღოლების დატრენინგებაზე – როგორ უნდა მოიქცნენ შშმ მგზავრთან, – არა მხოლოდ ტექნიკურად როგორ დაეხმარონ აყვანაში, არამედ მათ უნდა იცოდნენ მიმართვის ფორმები, როგორ შესთავაზონ დახმარება.
მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა მარტოხელა, შეზღუდვის მქონე პირების, სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, შინ მიტანის სერვისის მიწოდება.
თვითმმართველობას აქვს შშმ პირების დასაქმებაზე ხელშეწყობის, ბავშვების განვითარებისთვის შინ მოვლის, შშმ პირების კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის, მათთვის დასვენების მოწყობის ვალდებულება.
თვითმმართველობა ასევე ვალდებულია გამოუყოს მათთვის ხელმისაწვდომი ფართი, პროდუქტის გაყიდვაში დაეხმარონ, მის საქონელს საზოგადოებაში პოპულარიზაცია გაუკეთონ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი