

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდამცველებთან. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
უწყების უფროსმა გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვისაა საჭირო და ამავდროულად, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების საკთხების გათვალისწინება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოზე ზემოქმედების შესწავლის და, ამავე დროს, კლიმატის ცვლილების ფონზე არსებული გამოწვევების, რისკების შეფასებისა და პრევენციის მიმართულებით კოორდინირებულად იმუშავებს დარგის სპეციალისტებთან“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
ცნობილი გახდა, რომ მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევების საფუძველზე ვითარებას ადგილზე შეისწავლის.
https://www.youtube.com/watch?v=g9wpdZMgYJM
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი