

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფეისბუქთან დაკავშირებულ იმ ბარბარიზმებს აქვეყნებს, ქართულ ენას რომ აზიანებს და ყველას მოგვიწოდებს, რომ ვილაპარაკოთ ქართულად, მშობლიური ენა ბარბარიზმებისგან დავიცვათ.
გთავაზობთ ბარბარიზმებს, ქართული შესატყვისებით:
1. აფდეითი – განახლება;
2. იუზერი – მომხმარებელი;
3. ექაუნთი – ანგარიში;
4. დაშეარება – გაზიარება;
5. ლაიქი – მოწონება;
6. ფრენდი – მეგობარი;
8. დათაგვა – მონიშვნა;
9. ფოლოვერი – გამომწერი (მიმდევარიც);
10. ვოლი – კედელიფრენდლისტი – მეგობრების სია;
12. ფეიჯი – გვერდი;
13. დაჩეკინება – დაწერტილება;
14. ლაივი – პირდაპირი;
15. ნიკი – მეტსახელი;
16. გაფაბლიკება – გასაჯაროება;
17. დასინვა – ნახვა;
18. ლოქეიშენი – ადგილი, ადგილმდებარეობა;
19. ჰაშთაგი – ჩანიშვნა;
20. სქროლვა – ჩამოყოლა, ჩამოთვალიერება (ისე, გადახვევაა)დაჰაიდება – დაფარვა, დამალვა;
22. დაპოსტვა – დაწერა, გამოქვეყნება;
23. ნიუსფიდი – სიახლეები;
24. ანფრენდი – მეგობრებიდან წაშლა, განმეგობრებაც შეიძლება (ახალი სიტყვაა, ისევე, როგორც ანფრენდი ინგლისურში);
25. გოინგი, დაგოინგება – წასვლა;
26. დამესიჯება – მიწერა, შეტყობინება (გაგზავნა);
27. დაკლიკვა – დაწკაპუნება;
28. სმაილი – ღიმილაკი, სიცილაკი;
29. გაფაბლიკება – გასაჯაროება;
30. რექვესტი – მოთხოვნა;
31. დაკონფირმება – დათანხმება;
32. ნოტიფიკეიშენი – შეტყობინება;
33. ივენთი – ღონისძიება;
34. მემორი – მოგონება;
35. გრუპი – ჯგუფი;
36. ლოგაუთი – გამოსვლა;
37. ინბოქსი – შემოსული, ასევე, ყუთი, ყუთში;
38. ლოგინი – შესვლა;
39. კომუნიკაცია – ურთიერთობა, კავშირი;
40. სთორი – ამბავი.
ფეისბუქი საკუთარი სახელია და არ ითარგმნება.
შესაბამისად, ის პირწიგნაკი და სახეწიგნი ვერ იქნება.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის