სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნისთვის ხარაგაულში შვიდი ტრაქტორი სრულ მზადყოფნაშია.
ამ ინფორმაციას შპს „ხარაგაული 2011“-ის დირექტორი და ხარაგაულში შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენელი ოლეგი კაციტაძე ავრცელებს.
ოლეგი კაციტაძის ინფორმაციით, ამ დრომდე მისთვის ხარაგაულში მიწის დახვნის მოთხოვნით არც ერთ მოსახლეს არ მიუმართავს.
„სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, – ამბობს ოლეგი კაციტაძე, – ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველია ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა მოტობლოკები შეიძინა და მიწას თავად ამუშავებს, მეორე მიზეზია სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია, მესამე ის, რომ მიწის დამუშავებაზე დახარჯული შრომის შედეგი ანუ მოსავლიანობა შემცირდა.“
ოლეგი კაციტაძის ინფორმაციით, 2013 წელს, როცა მოსახლეობას მიწის დახვნის ვაუჩერს სახელმწიფო აძლევდა, ხარაგაულში 600 ჰა მიწა დახნეს. გასულ, 2017 წელს კი, – 50 ჰა.
0,01 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნა და დაფარცხვა ხარაგაულში 2, 5 ლარიდან 3 ლარამდე ღირს. მიწის დახვნის მსურველებმა თანხა ბანკში უნდა გადაიხადონ, შემდეგ კი უნდა დაუკავშირდნენ ოლეგი კაციტაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 555 54 80 54.
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის