

„როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია, რა ხერხებით დავიყვანოთ მინიმუმამდე ბაღლინჯოსაგან მოსალოდნელი ზიანი“, _ ლევან დავითაშვილი სახელმწიფოსა და ფერმერების შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტყის განაპირა ტერიტორიაზე მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს განათავსებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ტყიდან ბაღებში გადმონაცვლებული ბაღლინჯოს ოდენობა.
სახელმწიფოს ქმედებების პარალელურად, დავითაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ კუთვნილი კარ-მიდამო რეკომენდირებული პესტიციდებით შეწამლოს. რაც შეეხება დიდ ტერიტორიებს, მისი თქმით, აქ კვლავ სახელმწიფოს რესურსი იქნება მობილიზებული. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტექნიკასთან ერთად, ავიაციასაც გამოიყენებენ.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტისფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRCპარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,