სკოლამდელი აღზრდის სისტემაში უნიკალური და მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების ეტაპები დღეს, 31 მარტს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცვნეს.
ორდღიანი სესიის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“ და გაეროს ბავშვთა ფონდი.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტანდარტების შესახებ ისაუბრეს პარლამენტარმა ეკა ბესელიამ, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს კონსულტანტმა თემურ თორდინავამ, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა მაკა ჭიხორიამ.
„რეფორმა არ იქნება იოლი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დასრულდეს წარმატებით, – აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტარმა ეკა ბესელიამ, – 2020 წლისთვის უკვე ყველა სკოლამდელი დაწესებულება უნდა იყოს ავტორიზებული. უმთავრესი ამ პროცესში ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტის დანერგვაა.“
აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო, რომელიც ამ კუთხით მონიტორინგსაც განახორციელებს.
გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლი, თეა სიფრაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლამდელი აღზრდა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას – პრობლემაა აღმზრდელთა კვალიფიკაცია, ხელმისაწვდომობა, მოწყვლადი ჯგუფები და საბიუჯეტო სახსრების სიმცირე.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტებმა კანონქვემდებარე აქტები უნდა მიიღონ, რადგან ადგილობრივ დონეზე სკოლამდელ მომსახურებაზე, მართვაზე, დაფინანსებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელნი კვლავაც მუნიციპალიტეტები იქნებიან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალე უნდა შემუშავდეს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის სტანდარტები და ავტორიზაციის რეგულაციები.
რეფორმის წარმატებით განხორციელებას საბიუჯეტო სახსრები სჭირდება. 2020 წლისთვის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი ცალკეული საბავშვო ბაღები, შესაძლოა, ცალ-ცალკე ააიპ-ებად ჩამოყალიბდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სკოლამდელი აღზრდის მართვის ისეთი მოდელი, რომელიც ფინანსურად ეფექტური და შედეგიანი იქნება.
ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭოს კონსულტანტმა თემურ თორდინავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უმეტესი საკითების გასაღები ფინანსებშია, თუმცა, ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების მუნიციპალიტეტებისგან ფინანსების სიმცირეს ვერ გაიზიარებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა.
შეხვედრის ბოლოს დამსწრეთ აჩვენეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ UNICEF-ის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიური ვიდეოები: „ფიზიკური გარემო-მესამე მასწავლებელი,“ „მკვლევარი ბავშვები,“ „თამაში.“
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტებსა და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მსჯელობა ხვალ, პირველ აპრილს, გაგრძელდება.
ვრცელ მასალას სკოლამდელი აღზრდის რეფორმასთან დაკავშირებით უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ გაზეთში „ჩემი იმერეთი“ და ვებგვერდზე maymereti.com
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში