ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშის რეიტინგულ სიაში 204-ე ადგილს იკავებს, ხარაგაულის საკრებულო – 222-ე ადგილს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2017 წლისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში დღეს, 30 მარტს, გამოაქვეყნა.
IDFI-მა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წელს 25-ჯერ მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სრულყოფილი პასუხი მიიღეს 17 მოთხოვნაზე, არასრულყოფილი პასუხი – 4-ზე, ვადებში გაიცა პასუხი 21 მოთხოვნაზე, პასუხის გაცემის ვადა დაირღვა 4-ჯერ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 16 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი 10 მოთხოვნას გასცა და ათივე შემთხვევაში ვადა დაიცვა, 6 მოთხოვნა კი უპასუხოდ დატოვა.
იმერეთიდან IDFI-ისგან გაგზავნილ ყველა მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხები ვადების დაცვით გასცეს ქუთაისის მერიამ, საკრებულომ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ამ კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმერეთის მუნიციპალიტეტების რეიტინგი ასე გამოიყურება:
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია – 62,00%;
ხარაგაულის გამგეობა – 76,00%;
ხარაგაულის საკრებულო – 62,50%;
ზესტაფონის გამგეობა – 97,83%;
სამტრედიის გამგეობა – 97,62%;
ჭიათურის საკრებულო – 97,06%;
ბაღდათის საკრებულო – 95,00%;
ვანის გამგეობა – 94,74%;
თერჯოლის გამგეობა – 93,75%;
ტყიბულის გამგეობა – 92,86%;
საჩხერის საკრებულო 92,31%;
ბაღდათის გამგეობა – 92,11%;
თერჯოლის საკრებულო – 88,24%;
ზესტაფონის საკრებულო – 87,50%;
ტყიბულის საკრებულო – 83,33%;
წყალტუბოს საკრებულო – 79,20%;
სამტრედიის საკრებულო – 77,79%;
საჩხერის გამგეობა – 76,92%;
ხონის გამგეობა – 58,09%;
ხონის საკრებულო – 49,40%;
ვანის საკრებულო – 0,00%;
ჭიათურის გამგეობა – 0,00%.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წელს 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილი 7728 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი 4 604 განცხადებაზე მიიღო, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა.
დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 390-მა საჯარო დაწესებულებამ აჩვენა. მათ შორის იყო შემდეგი სამინისტროები: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა სსიპ შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, სამწუხაროდ, არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში