

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ააიპ-ების შეერთების პროცესი მიმდინარეობს.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის, ინგა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურსა და საჯარო რეესტრს, ჯერჯერობით, ხარვეზი არ დაუდგენიათ ააიპ-ებში კრედიტორული ან სხვა სახის დავალიანების შესახებ წარდგენილ დოკუმენტებში.
„ამჟამად ვმუშაობთ ააიპ-ების წესდებებზე, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – სავარაუდოდ, 29 მარტიდან გაერთიანებული ააიპ-ების დირექტორები დაინიშნებიან, რომლებიც საჯარო რეესტრში ახალ წესდებებს წარადგენენ და ახალ საშტატო ნუსხას დაამტკიცებენ.“
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, შესაძლოა, ააიპ-ების შეერთების პროცესს გამოეთიშოს. ამის მიზეზი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ამოქმედებაა. კანონის თანახმად, გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღი ცალ-ცალკე ააიპ-ებად უნდა ჩამოყალიბდნენ.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი ცნობილია, თუმცა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ააიპ-ების შეერთების პროცესის მიღმა დარჩება თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„მაგ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები, ტრენინგები და შეხვედრები, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – ალბათ უახლოეს ხანში ჩამოყალიბდებიან. კანონით, საბავშვო ბაღები ცალ-ცალკე ააიპ-ებად უნდა ჩამოყალიბდნენ, მაგრამ უნდა განისაზღვროს, რამდენად საკმარისი იქნება ამისთვის საბიუჯეტო სახსრები.“
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი ააიპ-ების გაერთიანებას გეგმავს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,