სოფელ ქროლსა და ღარიხევის დეკანოსიძეების უბანში, ასევე მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
ქროლსა და ღარიხევში შპს „საპოვნელა+“-მა სასოფლო გზები 331 592 ლარად უნდა აღადგინოს, ხოლო მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელ სასოფლო გზა – შპს „ბორი-85“-მა – 332 852 ლარად. ამ გზების რეაბილიტაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 150 დღეში უნდა დასრულდეს.
ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ ორგანიზაციებთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რვა სასოფლო გზის აღსადგენად.
ნუნისის გზას 311 444 ლარად ამხანაგობა „ნიუ გრეფი“ აღადგენს. სამშენებლო ორგანიზაცია შპს „საპოვნელა +“ იღებს ვალდებულებას ბუდიანეთის, ხონის, გრიგალათის, ნადაბურის, ბორის, ლახუნდარაში ეკლესიის უბნის, ხუნევში კალოსუბნის სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ.
ბუდიანეთისა და ხონის სასოფლო გზების, ასევე ლახუნდარაში ეკლესიის უბნის ცენტრალური გზის აღდგენას შპს „საპოვნელა+“ 455 210 ლარად აპირებს;
ხუნევში კალოსუბნის სასოფლო გზისა და გრიგალათის სასოფლო გზების – 424 630 ლარად; ნადაბურის სასოფლო გზის – 578 498 ლარად;
ბორის სასოფლო გზის რეაბილიტაციას კი – 359 958 ლარად გეგმავს.
ტენდერში მონაწილე მშენებელი ორგანიზაციების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს ნადაბურსა და ფარცხნალში სტიქიით დაზიანებული მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საყრდენი კედლების მოსაწყობად; ხემაღალში გზის გაბიონის, ხოლო ზედა ლაშესა და უჩამეთში სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ; ვაშლევის მეორე უბანში, საქასრიაში რკინის ხიდის უბანსა და უბისაში ძინძიბოურის უბანში სასოფლო გზების გასაკეთებლად.
განმეორებით გამოცხადდა ტენდერები დეისის, ვახანის, სერბაისის, თეთრაწყაროსა და ახალსოფლის სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ. დეისში გზის აღსადგენად განმეორებითი ტენდერი 536 937 ლარზე გამოცხადდა; ვახანისა და სერბაისის სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ – 331 087 ლარად; თეთრაწყაროსა და ახალსოფლის სასოფლო გზების აღსადგენად – 331 855 ლარად.
დეისის, ვახანის, სერბაისის, თეთრაწყაროსა და ახალსოფლის გზების სარეაბილიტაციოდ ტენდერების განმეორებით გამოცხადება იმის გამო გახდა საჭირო, რომ წინა ტენდერებში მონაწილე მშენებლებს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
დაბა ხარაგაულის ქუჩების, ჩიხების სარეაბილიტაციოდ და არხების გასაწმენდად 6 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან 209 140 ლარად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა იმის გამო, რომ მასში მონაწილეობით არც ერთი სამშენებლო ორგანიზაცია არ დაინტერესდა. მუნიციპალიტეტს განმეორებითი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
ლაურა გოგოლაძე
ინფორმაციას თან ახლავს სოფელ ვაშლევის მე-2 უბანში, სოფელ საქასრიაში რკინის ხიდის უბანსა და სოფელ უბისაში ძინძიბოურის უბანში სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ორთოფოტო.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში