ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს სპეციალისტად კონკურსით ნინო თხელიძე შეარჩიეს.
ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. პირველი ეტაპი წარმატებით ხუთმა კონკურსანტმა გაიარა.
საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის ინფორმაციით, საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის შტატი 2014 წლიდან დაუშვეს. მისივე განმარტებით, გასულ წლებში ამ თანამდებობაზე თანამშრომელი ხელშეკრულებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
ნინო თხელიძემ 2007 წელს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა, 2011 წელს კი თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა ჟურნალისტის სპეციალობით.
2012 წელს მუშაობა ხარაგაულში საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტად დაიწყო. 2013 წლიდან „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2018 წლის 9 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ნინო თხელიძე ამბობს, რომ მოტივირებულია საკრებულოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ფუნქციებია:
– უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება;
– ორგანიზება გაუწიოს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, „მრგვალი მაგიდების,“ ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
– უზრუნველყოს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ანალიზის გაკეთება;
– უზრუნველყოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები) და საჯარო ინფორმაციის (საკრებულოსა და ბიუროს აგრეთვე საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმების) ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;
– შეასრულოს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის სამსახურებრივი დავალებები.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში