სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამებში 2018 წელს სიახლეები იგეგმება. ამის შესახებ ხარაგაულელ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორი ლაშა ჩხაიძე ესაუბრა.
ლაშა ჩხაიძის ინფორმაციით, წელს გორში იგეგმება თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, საწარმო ბენეფიციარ კოოპერატივს საკუთრებაში 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა. თავის მხრივ, ეს კოოპერატივი 35 კოოპერატივს უნდა აერთიანებდეს. თითოეულ კოოპერატივს საკუთრებაში 200 სკა უნდა ჰქონდეს.
მეფუტკრეებს, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად, შესაძლებლობა მიეცემათ, თაფლი კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ და ერთი ბრენდული ნიშნით გაყიდონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საწარმოს მეპაიე წევრებს ასევე ექნებათ საშუალება, აღნიშნულ საწარმოში თაფლი საკუთარი ბრენდული ნიშნით ჩამოასხან.“
ლაშა ჩხაიძემ ხარაგაულელ ფერმერებთან შეხვედრაზე რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა.
რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის წევრთა ვალდებულებაა, რომ საწარმოსთვის შესაბამისი შენობა ააშენონ. კოოპერატივს ყველისა და რძის გადამამუშავებელი ინვენტარი უსასყიდლოდ გადაეცემა. აუცილებელი პირობაა, რომ კოოპერატივს საკუთრებაში 150 მეწველი ფური ჰყავდეს.
ხარაგაულში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის „სარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი ამბობს, რომ 150 მეწველი ფურის მოძიება ძნელია. „სარგო“ ათ მეპაიეს აერთიანებს და 15-15 სული მეწველი ფურის შენახვა მეპაიეებს უჭირთ.
ხარაგაულში მცირემიწიანობას და პირუტყვისთვის საკვების დამზადების პრობლემაზე საუბრობს ფერმერი ლევან ტაბატაძე. ის თვლის, რომ აუცილებელია ტექნიკა, რომ მიწა, რაც გვაქვს, ხარისხიანდა დამუშავდეს და პირუტყვისთვის საჭირო საკვები ადგილზე მოვიყვანოთ.
მეფუტკრეობის კოოპერატივ „ვარძიას“ მიერ წარმოებული თაფლი ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს გასულ წელს ლიტვის ლაბორატორიაში დადასტურდა. კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიე ბადრი ხიჯაკაძე ხარაგაულელ მეფუტკრეებს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ და ფალსიფიცირებულ თაფლს ერთად ებრძოლონ. მისივე თქმით, მიღწევადია, რომ ხარაგაულელმა მეფუტკრეებმა ფუტკარს ერთნაირი პრეპარატებით უმკურნალონ, რომ შემდეგ ჯანმრთელი ფუტკრისგან ერთგვაროვანი მაღალი ხარისხის თაფლი მიიღონ.
მეფუტკრეობის კოოპერატივის, „თაფლი მარგებელის“ მეპაიე ზვიად ორჯონიკიძე ინტერესდება, ხომ არ გეგმავს სახელმწიფო ფუტკრისგან წარმოებული სხვა პროდუქტების – შხამი, რძე, დინდგელი – გადამუშავებაზე ხელშეწყობას.
ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, კოოპერატივების სააგენტოში თაფლოვანი კულტურების პროგრამა მუშავდება. ამ პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს მიწები იჯარით გადაეცემა, სადაც ისინი თაფლოვან კულტურებს გააშენებენ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.