

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა გამარტივებული კონკურსით თანაშემწედ შალვა ბენდიაშვილი შეარჩია.
შალვა ბენდიაშვილი 1974 წლის 27 ივლისს დაიბადა. 1986 წლამდე ხარაგაულის რკინიგზის #10 (ახლანდელი #3 საჯარო) სკოლაში სწავლობდა. 1990 წელს სკოლა თბილისში დაამთავრა. ჰყავს მეუღლე ელენე რამიშვილი.
„ჩავირიცხე ფიზკულტურის ინსტიტუტში, სადაც ერთი წელი ვსწავლობდი, – ამბობს შალვა ბენდიაშვილი, – საქმიანობა კერძო ბიზნესში გავაგრძელე. 1998 წელს ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ვმუშაობდი საერთაშორისო კომპანიაში „ეს ჯი ესი.“ ეს კომპანია ტვირთის გადაზიდვასა და ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. 2011-2015 წლებში თავდაცვის სამინისტროში მთავარი ინსპექტორის თანამდებობა მეკავა. ორი წელია, არსად მიმუშავია.
მერის თანაშემწის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში იმიტომ ჩავები, რომ ჩემს რაიონში დაბრუნების შანსი მომეცა. მინდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.“
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი