ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა თანაშემწე გამარტივებული კონკურსით 24 კონკურსანტიდან შეარჩია. მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს თანამდებობა შალვა ბენდიაშვილმა დაიკავა.
ასევე ცნობილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამი სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული დახურული კონკურსების შედეგები.
მერიის შიდა უდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად გიორგი ჭყოიძე დაინიშნა, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად – აფრასიონ ლურსმანაშვილი;
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად – თემურ თაბუკაშვილი.
ბოლო ერთი წელია, გიორგი ჭყოიძე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობდა, აფრასიონ ლურსმანაშვილი – ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ასევე უფროს სპეციალისტად; თემურ თაბუკაშვილი – ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მერის ახალი თანაშემწის, შალვა ბენდიაშვილის შესახებ, ინფორმაციის მოპოვებისთანავე გაცნობებთ.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში