

27 იანვარს დილიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა გაგრძელდა.
ეს ინფორმაცია მშენებლობაზე დასაქმებულმა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ხარაგაულში, გიორგი კიკნაძემ მოგვაწოდა. გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 22 იანვარს მას შემდეგ შეწყდა, რაც გვირაბში გეგმიური აფეთქების შემდეგ სამი შემდუღებელი დაშავდა.
გვირაბში მომუშავეები დაგეგმილი აფეთქების შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები მშენებელი ორგანიზაციის, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს კომპანია დაფარავს. გამოჯანმრთელებამდე მათ ხელფასის სრულ ოდენობას გადაუხდიან.
ყველა დასაქმებულს აუნაზღაურდება იმ დღეების თანხა, როცა გვირაბის მშენებლობა პარალიზებული იყო. პროფკავშირები ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან.
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმებს გამოასწორებენ,“ – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ხარაგაულში გიორგი კიკნაძე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის