

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 22 იანვარს დაშავებული ორი დასაქმებული საავადმყოფოდან გაწერეს.
ნიკოლოზ კაკიაშვილი და ფირუზი გოგნაძე მკურნალობას სახლებში აგრძელებენ.
ბეჟათუბანში მშენებარე გვირაბში აფეთქება გუშინ დილით მოხდა.
დაზარალებულმა ნიკოლოზ კაკიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მენჯის ძვალი დაუზიანდა და სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს.
„სამი წელია, რაც ახალი რკინიგზის მშენებლობაზე ვმუშაობ, – ამბობს ნიკოლოზ კაკიაშვილი, – ამ წლების მანძილზე მუდმივად ვითხოვდით უსაფრთხო პირობებს. გვირაბში სამედიცინო ყუთები ცარიელია, დენის კაბელები წყალში ყრია. ნორმალურად არასდროს არაფერი კეთდება. გუშინ აფეთქების შესახებ წინასწარ რომ გავეფრთხილებინეთ, ასე არ დაგვემართებოდა. აფეთქების ადგილიდან ოთხი მეტრის დაშორებით ვყოფილვართ.“
„დავით მელქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – აცნობა „ჩემი იმერეთის“ რედაქციას გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა გიორგი კიკნაძემ, – ის წუხელ თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაცია ვერ ჩაუტარეს.
ამ დრომდე არ ვიცით, როდის განახლდება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გვითხრეს, შევისწავლით მდგომარეობასო. „საქართველოს რკინიგზა“ ყურადღებას არც ადრე გვაქცევდა და არც ახლა გამოჩენილან.“
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის