

ამ წუთებში დასრულდა ბეჟათუბანში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა მოლაპარაკებები დამსაქმებელთან, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებთან.
გუშინ, 16 იანვარს, დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოლაპარაკების პროცესში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას ინფორმაციით, დამსაქმებელთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
„შვებულებები, ვისაც დანაკლისი აქვთ, ყველას აუნაზღაურდება, – ამბობს ილია ლეჟავა, – ერთი თვის კომპენსაციებს მიიღებენ ის ადამიანები, რომელთაც ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. დამსაქმებელთან შეთანხმება სიტყვიერია. ხვალ იურისტებთან გავივლით ამ დეტალებს, ერთმანეთში დოკუმენტებს გავცვლით და ზეგ, 19 იანვარს, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ.
19 იანვრამდე დასაქმებულები სამუშაოდ არ გავლენ. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებით თავად მუშები კმაყოფილები არიან.“
ნინო კაპანაძე
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი