

8 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო. ხარაგაულში ოლიმპიადა #2 საჯარო სკოლაში ტარდება.
დღეს ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკასა და ინგლისურ ენაში იმართება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ციალა გიორგაძის ინფორმაციით, მათემატიკაში ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების ორი მოსწავლე გადავიდა, ინგლისურში – ორი, გეოგრაფიაში – 12, ქართულ ენაში – 13, ისტორიაში – 10, ბიოლოგიაში – 10, რუსულში, ქიმიასა და ფრანგულში – თითო-თითო მოსწავლე.
მათემატიკის გამოცდაზე არც ერთი მოსწავლე არ გამოცხადდა, ხოლო ფიზიკასა და გერმანულ ენაში მეორე ტურში ვერც ერთი ხარაგაულელი მოსწავლე ვერ გადავიდა.
შარშან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულიდან 40 მოსწავლე მონაწილეობდა, 2015-2016 სასწავლო წელს – 77 მოსწავლე, გასულ წლებში კი (მაგალითად, -2011-2012 სასწავლო წელი) – სამასამდე მოსწავლე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის