დღეს, 2 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში „ეტალონის“ რაიონული ტური გაიმართა. რაიონის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად სასკოლო ტურებში გამარჯვებული 75 მოსწავლე იბრძოდა.
შეკრებილი მოსწავლეები თავად „ეტალონის“ ავტორისა და ხელმძღვანელის, გოჩა ტყეშელაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდნენ.
საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ გამარჯვებული და ფინალური ტურის მონაწილე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე გახდა.
„ეტალონი მოსწავლის“ გარდა საუკეთესო შედეგების მქონე ცხრა მოსწავლე გამოვლინდა.
მეორე ადგილზე გავიდა ვახანის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი ნინო მაღრაძე; მესამე ადგილი დაიკავა მარელისის სკოლის მეათე კლასელმა მარიამ კოჩაძემ.
ქულების მიხედვით ადგილები ასე განაწილდა:
მეოთხე ადგილი – ნონა მაჭავარიანი (ხარაგაულის #2 სკოლა);
მეხუთე ადგილი – მარიამ რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა);
მეექვსე ადგილი – მარიამ ბერიშვილი (ვარძიის საჯარო სკოლა);
მეშვიდე ადგილი – ანა ყურაშვილი (მოლითის საჯარო სკოლა);
მერვე ადგილი – გია ჩადუნელი (ხუნევის საჯარო სკოლა);
მეცხრე ადგილი – ვლადიმერ ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა).
„ეტალონის“ რაიონულ ტურს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ტრადაცია არც წელს დაირღვევა და პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლეპტოპებს შეუძენენ.
მედიაპროექტი „ეტალონი“ თორმეტი წლისაა. მესამე წელია, რაც სასკოლო და რაიონული ტურები მუნიციპალიტეტებში ადგილებზე ტარდება.
ზედიზედ ორი წელი „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მარელისის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, – შარშან ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე“ ნინო მაღრაძე გახდა, ხოლო 2015 წელს – მარიამ ფცქიალაძე. მარიამი ფინალურ ტურში ცხრა საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა.
გოჩა ტყეშელაშვილმა სიმბოლური საჩუქარი შარშანდელ გამარჯვებულ მოსწავლეს, ნინო მაღრაძეს, გადასცა, ხოლო მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე პროექტის მხარდამჭერის, ლიტვის ელჩის მიერ გამოგზავნილი წიგნით დაასაჩუქრა.
„ეტალონის“ ავტორის ინფორმაციით, პროექტის მონაწილეთა სურვილია, რომ ტელეპროექტი აღდგეს.
„ეტალონის“ ფინალი მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება. მანამდე კი ლიზა ბარბაქაძე 16 დეკემბერს განათლების სამინისტროში „ეტალონის “ ახალი პროექტის – izrune.ge პრეზენტაციაზე მიიწვიეს.
წარმატებას ვუსურვებთ ლიზას ფინალურ ტურში.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი