

ესტონეთის ქალაქ კადრინაში გამართულ სპორტულ სროლაში ხარაგაულელმა დეა ბერაძემ გაიმარჯვა.
დეა მეოთხე თვეა, რაც თავის თანატოლ თინათინ ჩხეიძესთან ერთად გაცვლითი პროგრამით ესტონეთის ქალაქ კადრინას სკოლაში სწავლობს.
„კადრინაში სპორტული სროლის გაკვეთილებით დავინტერესდი, – ამბობს დეა, – სპორტის ამ სახეობამ ძალიან გამიტაცა. ნოემბრის ბოლოს კადრინაში კომპანია viru malev-ის ორგანიზებით სპორტული იარაღით სროლის რიგით მეშვიდე საპრიზო კონკურსი გაიმართა. ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, მონაწილეობა მიმეღო და მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთე.
სპორტული იარაღით სროლაში (m16) პირველი ადგილი დავიკავე, ხოლო სპორტული პისტოლეტით სროლაში – მეორე ადგილი. დიპლომებთან ერთად წამახალისებელი პრიზებიც გადმომეცა.“
კადრინას ადგილობრივ გაზეთში დღეს, პირველ დეკემბერს, დეა ბერაძეზე წერილი გამოქვეყნდა. ცეცხლოვანი ვარსკვლავი და ენერგიით აღსავსე – ასე ახასიათებს ჟურნალისტი დეას.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოსწავლეებს ესტონეთში.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის