სამხრეთ აფრიკაში მყოფ ქართველებსა და საქართველოს მეგობარი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს საელჩომ სიურპრიზი მოუწყო.
25 ნოემბერს საელჩოში ტრადიციად ქცეულ წინასაახალწლო ღონისძიებაზე ქართველი დოკუმენტალისტის, ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილის ფილმის – „სიმღერა“ – პრემიერა გაიმართა.
„ფილმმა დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, – ამბობს „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, – უცხოელები ქართული პოლიფონიური მუსიკით ძალიან დაინტერესდნენ. ფილმის პრემიერის შემდეგ სტუმრებმა აღნიშნეს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და მასშტაბურია ქართველი ხალხის მიღწევები და ნიჭიერება. აღსანიშნავია, რომ ფილმის პირველი საზღვარგარეთული პრემიერა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა.“
თავად ფილმის რეჟისორი, რამაზ ბლუაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პრემიერას ვერ დაესწრო.
ფილმი „სიმღერა“ 1977 წელს „ნასას“ მიერ კოსმოსში ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოს“ გაგზავნის ისტორიას მოგვითხრობს.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზამბიის ელჩი ემანუელ მვამბა და მისი მეუღლე, აზერბაიჯანის საქმეთა დროებითი რწმუნებული აზად ნაგიევი და მისი მეუღლე, ასევე, პრეტორიაში მცხოვრები საქართველოს მეგობრები.
ღონისძიების ბოლოს საელჩო სტუმრებს ქართული კერძებითა და სასმელით გაუმასპინძლდა.
ფოტოებზე: რამაზ ბლუაშვილი; საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი (მარჯვნიდან მეორე) და სტუმრები საელჩოში გამართული პრემიერის შემდეგ
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი