

ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრით დასრულდა.
შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა და მასში ბორის, ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
რეგიონული ტურის საგზური გოგონებსა და ვაჟებს შორის ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტური ქუთაისში მომავალი წლის აპრილში გაიმართება.
ხარაგაულში სპორტული ოლიმპიადა სპორტის ოთხ სახეობაში გეზრბენში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მესამე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ოლიმპიადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის