სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დღეს, 15 ნოემბერს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში კალათბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა. გოგონებს შორის ტურნირში ხარაგაულის #3, ვერტყვიჭალისა და ხევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ, ხოლო ვაჟებს შორის – ნადაბურის, ხარაგაულის #2, მარელისის, ვერტყვიჭალის, ხარაგაულის #3 და ხევის საჯარო სკოლების გუნდები.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი (წვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში იასპარეზებს. ვაჟებს შორის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის #3 და #2 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. რეგიონული ტურის საგზური ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა (მწვრთნელი გოჩა ბუაჩიძე) მოიპოვა.
დღესვე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრება გაიმართა გეზრბენში. რეგიონული ტურის საგზური ვაჟებსა და გოგონებშიც ხევის საჯარო სკოლის გუნდმა (მწვრთნელი მარლენ გრიგალაშვილი) მოიპოვა.
ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 23 ოქტომბერს მინი ფეხბურთით დაიწყო.
ოლიმპიადის რაიონული ტური მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი