

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრზე, სოფელ ლაშეში, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ მიწის ვაკისი 16 ოქტომბერს წაიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე.
უგზოობის გამო პრობლემები შეექმნათ ლაშის საჯარო სკოლის მასწავლებლებს. ხარაგაულიდან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ლაშის სკოლაში შვიდი მასწავლებელი დადის. ისტორიის პედაგოგი ეთერი ლომსაძე კოლეგებთან ერთად დილის მატარებელს გაჰყვა.
„პირველი გაკვეთილი არ მქონდა და მატარებელს გავყევი, – ამბობს ეთერი ლომსაძე, – გაკვეთილების შემდეგ გზის დაზიანებულ მონაკვეთამდე ფეხით მოვედით, შემდეგ მეუღლე დამხვდა მანქანით და წამოგვიყვანა. მატარებელი ლაშეში დილით ათის ნახევარზეა. პირველი გაკვეთილი რომ მექნება, გამოდის, რომ მანქანით უნდა წავიდე. როდემდე შევძლებთ ასე სიარულს, არ ვიცი.“
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას