

გაეროს ბავშვთა ფონდმა, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად.
დავინტერესდით, ჩაერთო თუ არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კონკურსში.
„კონკურსში საუბარია საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომ კონკურსში მონაწილეობა არ მივიღეთ. საუკეთესო გამოცდილების მქონე მუნიციპალიტეტის გამოვლენის შემდეგ, შევეცდებით მსგავსი პროგრამები ხარაგაულშიც დავნერგოთ და კონკურსში შემდგომ წლებში ჩავერთოთ,“ – განგვიმარტეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის