მულტიმედია ცენტრის „ჩემი ხარაგაული“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ საქმიანობას შეუდგა.
სკოლის ფუნქციონირება განახლდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მხარდაჭერილი პროექტის „იმედი ხვალის“ – ხარაგაულის უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტს ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი „იმედი ხვალის,“ ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბაო,“ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა და გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია სკოლის გარეთ არსებული საგანმანათლებლო პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა და მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება გარემოსდაცვითი და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ადვოკატირება გაეწევა ხარაგაულის პარკში დასვენებისა და გართობის გარემოს შექმნას.
განხორციელებული აქტივობები გაშუქდება დამოუკიდებელი გაზეთის – „ჩემი ხარაგაული“ – ყოველთვიურ ოთხგვერდიან სამოსწავლო ჩანართში „იმედი ხვალის“ და ვებგვერდის chemikharagauli.com რუბრიკაში „იმედი ხვალის“.
სტატიებს, ფოტო და ვიდეო მასალებს „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ლაურა გოგოლაძისა და ნინო კაპანაძის – დახმარებით პროექტის მონაწილე მოსწავლეები თავად მოამზადებენ. ამისათვის ისინი უკვე გადიან კურსს „ჟურნალისტიკა უფროსკლასელებისათვის“.
პროექტის ფარგლებში „იმედი ხვალის“ – ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის“ გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი „მე ტყ(ვ)ე ვარ.“
გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ჟურნალისტიკით დაინტერესებული უფროსკლასელებისთვის მედიასკოლა „იმედი ხვალის“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში