ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების შემოქმედ მოსწავლეებს გიწვევთ ლიტერატურულ კონკურსში გარემოსდაცვით თემაზე – „მე ტყ(ვ)ე ვარ“.
კონკურსის თემაა ტყის შვილები, – როგორც მცენარეული სამყარო, ასევე ცხოველები.
ამ თემაზე შექმნილი თქვენი ლიტერატურული ნაშრომები (მოთხრობა, ჩანახატი, ესსე, ლექსი და ა.შ.) მოგვაწოდეთ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში 23 ოქტომბრის ჩათვლით.
დაგვიანებით შემოსული საკონკურსო ნაშრომები არ მიიღება.
ნამუშევრები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ წერილობით ან ელექტრონულად მისამართზე chemiimereti@gmail.com
ნამუშევრების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში გრაფაში „თემა“ მიუნიშნეთ – „ლიტერატურული კონკურსი.“
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში.
კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჯილდოვდება. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ სამოსწავლო ჩანართში „იმედი ხვალის“ და ვებგვერდზე chemikharagauli.com.
კონკურსი ცხადდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „იმედი ხვალის“ ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის“ – ფარგლებში.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბაო“
ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი „იმედი ხვალის“
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში