

ხარაგაულში, 28 ივლისს ტრადიციული დღესასწაული კახორობა აღინიშნება. ამ დღეს მომლოცველები კახორის მთაზე აგებულ ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენებას აღნიშნავს. ამიტომ გასულ წელს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) კახორის მთაზე აგებული ტაძარი ამ ორი წმინდანის სახელზე აკურთხა.
ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ კახორის მთაზე მე-15-მე-16 საუკუნეებში აგებული ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. ამიტომ დღემდე ამ ეკლესიას კახორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უწოდებენ.
დღეს კახორის ტაძარში წირვა ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) აღავლინა.
კახორობის მადლი შეგეწიოთ.
ინგა ბუხნიკაშვილის ფოტო
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის