

ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი ამაღამ ლატვიაში, საერთაშორისო ფესტივალზე, მიემგზავრება.
ფესტივალი, რომელშიც რვა ქვეყნის თეატრალური დასები მონაწილეობენ, ადგილობრივი თეატრებისთვის 3 ივლისს დაიწყო და 8 ივლისამდე გაგრძელდება.
ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალს 5 ივლისს სპეტაკლით „დარისპანის“ გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) შეუერთდება.
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 28 სპექტაკლი იქნება წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს კონკურსის სახე არ აქვს, თითოეულ სპექტაკლს, დასთან ერთად, შეაფასებენ და განიხილავენ ევროპის ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.
როგორც აფიშა გვამცნობს, ფესტივალს ხარაგაულის სახალხო თეატრი დახურავს.
„ჩვენი მგზავრობა „საქართველოს რკინიგზამ“ დააფინანსა, რაც, გარკვეულწილად, სიმბოლურია. ხარაგაულის თეატრის პირველი დასის ადგილსამყოფელი, გასული საუკუნის დასაწყისში, რკინიგზელთა კლუბი იყო. ამიტომაც ვთხოვეთ დახმარება „საქართველოს რკინიგზას“ და ამ საქმეში ხარაგაულის გამგებელმა გვიშუამდგომლა, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
მშვიდობიან მგზავრობას და ფესტივალში წარმატებულ მონაწილეობას ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრის დასს.
ლაურა გოგოლაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი