

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები აგვისტოს დასაწყისში ფინეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მიემგზავრება. ამ დღეებში გუნდი ვარჯიშს დუშეთში დაიწყებს.
მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მიზნად დასახული ხარაგაულელ მოჭიდავეს, ზაურ ბერაძეს. მან 28 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა.
ზაური გვიყვება, რომ მიღწეული წარმატებით ძალიან გახარებულია, თუმცა თვლის, რომ მეტიც შეეძლო.
„სასწაული განცდა დამეუფლა, – ამბობს ზაური, ჩემი გამარჯვება ხომ ძალიან გამიხარდა, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიყავი, ამ წარმატებით დედა, ჩემი ნათესავები და მეგობრები რომ გაიხარებდნენ. ფინეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, უკეთესი შედეგისთვის ვიბრძოლებ.“
წარმატებები ვუსურვოთ ზაურ ბერაძეს და საქართველოს ნაკრებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის